კახა კალაძე: ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ 110/40-ზე საარჩევნო სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია.
მისივე თქმით, 1%-იანი ბარიერის პირობებში, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები 2020 წლის პარლამენტში იყვნენ.
“110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც ექნება მხარდაჭერა ამ სისტემის ცვლილებას და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მხრიდანაც. ეს არის, რეალურად, იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში”, – განაცხადა კალაძემ.