კალიფორნიაში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

კალიფორნიის შტატის მთავრობამ, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შტატში Covid-19-ის პირველი მსხვერპლი გახდა ასაკოვანი მამაკაცი პლეისერის ოლქიდან, რომელიც საკრამენტოსთან ახლოს მდებარეობს.

როგორც გაირკვა, დაღუპულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ხოლო წინა თვეში ის საკრუიზო მოგზაურობაში იყო სან ფრანცისკოსა და მექსიკას შორის.

ეს პირველი ლეტალური შემთხვევაა, რომელიც ვაშინგტონის შტატში არ დაფიქისრებულა. აშშ-ში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 11-ს აღწევს, დაინფიცირების ახალი შემთხვევები კი ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში გამოავლინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები