სოფელ წინანდლის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
სოფელ წინანდლის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი “ნისან ტიდას” მარკისა და ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კარებს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა”რეგიონულ კვირას” განუმარტა, საპირისპირო მხარეს მომავალი სადისტრიბუციო მანქანა მას დიდი სისწრაფით დაეჯახა.
“მოსახვევში რომ ჩამოვდიოდი, მანქანა მოდიოდა დიდი სისწრაფით და დამეჯახა. მერე გაქანდა და საცხოვრებელი სახლის კარებს შეასკდა “, – ამბობს გივი ელიზბარაშვილი.