იტალიაში, კორონავირუსის გამო, ყველა სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება აპრილის დასაწყისამდე აკრძალეს

იტალიის მთავრობის ახალი განკარგულებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ყველა სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება 3 აპრილამდე აიკრძალება.
აღნიშნული ზომები ვრცელდება მთელს ქვეყანაზე, იმ ტერიტორიებზეც კი, რომლებშიც Covid-19 არ გავრცელებულა.

გარდა ამისა, განკარგულება ავალდებულებს სპორტულ კლუბებს, რეგულარულად შეამოწმოს თავისი სპორტსმენები კორონავირუსზე.

იტალიაში დაკეტილია ყველა სკოლა და უნივერსიტეტი, სულ მცირე, 15 მარტამდე, მაგრამ კარანტინი სასწავლო დაწესებულებებში, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
წყაროს ინფორმაციით, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის სერია ა-ს 6 გადატანილი თამაში შესაძლოა, თავდაპირველად დანიშნულ დღეებში ჩატარდეს.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით 3.089 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი 107-ს შეადგენს, განიკურნა  276 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები