დიმიტრი ცქიტიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან ზოგადი, მშრალი და მოსაწყენი
დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საკმაოდ ზოგადი იყო.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის მხოლოდ უმრავლესობის პრეზიდენტი.
„ველოდი, რომ პოლიტიკური კრიზისის მიმართ უფრო მეტი კონკრეტიკა იქნებოდა. ველოდი, რომ იქნებოდა ცოტა კრიტიკული იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც თავად პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან გამოაცხადა ახალი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ტალღაზე, თუმცა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. უნდა გვახსოვდეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არის კრიზისული პერიოდებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და ეს ვერ გამოიყენა. იყო ძალიან ზოგადი, მშრალი და მოსაწყენი. ის არ არის მხოლოდ უმრავლესობის პრეზიდენტი. ველოდი, რომ იქნებოდა ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც უფრო კრიტიკული იქნებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს მეორე წლიური ანგარიშით წარდგა.