გორის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 13 მარტამდე გაგრძელდება.

“გორის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო 1-ელ მარტს და დასრულდება 13 მარტს. სამუშაოებს ასრულებენ შპს”შონი”, შპს”ექსპრეს დეზ უნივერსალი”, “ეპიდ.ზედამხედველობის ცენტრი”. სკოლების ნაწილმა თავისი ძალებითაც ჩაატარა გენერალური დასუფთავების სამუშაოები და ახლა პროფილურ კომპანიას ჩაატარებინებს დეზინფექციას. თუ რომელიმე მასწავლებელს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა შეექმნა, მოგვმართოს რესურსცენტრში”, – განაცხადა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები