უკრაინის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრემიერმინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ხელისუფლების ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქთმშენებლობის საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას კომიტეტმა გონჩარუკის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სამთავრობო პროგრამის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პარლამენტს არ აქვს უფლება, 2020 წლის სექტემბრამდე დაითხოვოს მინისტრთა კაბინეტი. ამის საშუალება პარლამენტს აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი უშუალოდ პრემიერმინისტრი ტოვებს თანამდებობას, რაც მოხდა გონჩარუკის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები