სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო-სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, – აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, ასევე საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრემიერებმა მედიისთვის განცხადებები გაააკეთეს.