რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.

„აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი“, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები