რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს
რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს. როგორც რუსთავის მუნიციპალურ ავტოსატრანსპორტო საწარმოში აცხადებენ, სპეციალური სადენზინფექციო ხსნარით მუშავდება როგორც შიდასაქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები, ასევე – საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში ყოველღამით დამუშავდება. ამ ეტაპზე, სადეზინფექციო სამუშაოები 25 ავტობუსსა და 23 მიკროავტობუსში ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოები თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მოძრავ ,,ინტერტრანსის” მიკროავტობუსებშიც ჩატარდება.