“კორონავირუსის გამო, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გადადებას ან გაუქმებას არ ვგეგმავთ” – ორგანიზატორები

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორჰანიზატორებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის გამო ღონისძიების გაუქმების ან გადადების შესახებ.

მათი თქმით, მზადება გრძელდება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ისინი არც არასდროს არ განიხილავდნენ თამაშების გაუქმებას.
„ზომები ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ არის ჩვენი გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა ვუმასპინძლოთ უსაფრთხო თამაშებს“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები