უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

ინფექცია აღმოუჩინეს მამაკაცს, რომელიც უკრაინაში იტალიიდან ჩამოვიდა (რუმინეთში გადაჯდომით).
3 მარტის მდგომარეობით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 90 937 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 3117 ადამიანი, 48 101 კი ინფექციისგან განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები