თენგიზ ცერცვაძე: დღეისათვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 პაციენტია, მათგან 16 ახალია, სინჯები გაგზავნილია გამოსაკვლევად, პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი

“დღეისათვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 პაციენტია, მათგან 16 ახალია, კორონავირუსზე დიაგნოსტიკის მიზნით მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად, პასუხები დღის ბოლოს იქნება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“დღეისათვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 პაციენტია, მათგან 16 ახალია. მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად, პასუხები დღის ბოლოს იქნება. იყო 20 გუშინდელი პაციენტი, მათი მასალა გაგზავნილი იყო გამოსაკვლევად, ყველა მათგანის პასუხია უარყოფითი. ამ ოციდან 10-მა პაციენტმა უკვე დატოვა ჩვენი კლინიკა, გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. დანარჩენი 10 რჩება ჩვენთან, მაგრამ მათაც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ”, – განმარტა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები