გორის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში 16 ადამიანი იმყოფება
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში, ამ დროისთვის, 16 პაციენტი, მათ შორის 3 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ინფორმაციით, ანალიზების პასუხს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი, დღეს ელოდებიან. დავით ბარლიანის განცხადებით, თექვსმეტივე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.