თენგიზ ცერცვაძე: 8 ადამიანს აუღეს კორონავირუსზე სინჯი, მათი პასუხი იქნება 1-2 საათში, გვიან შემოსულების ანალიზის პასუხები კი, საღამოს ათი საათისთვის გახდება ცნობილი
დღის პირველ ნახევარში 8 ადამიანს უკვე აუღეს სინჯი კორონავირუსზე დიაგნოსტირების მიზნით, მათი პასუხი იქნება 1-2 საათში, გვიან შემოსულების ანალიზის პასუხები კი, სავარაუდოდ საღამოს ათი საათისთვის გახდება ცნობილი,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“დღის პირველ ნახევარში 8 ადამიანს უკვე აუღეს სინჯი, მათი პასუხი იქნება 1-2 საათში. გვიან შემოსულების ანალიზის პასუხები კი, სავარაუდოდ საღამოს ათი საათისთვის. 24 პაციენტი წევს კლინიკაში, მათ შორის სამი ინფიცირებულია, ორი მათგანის მდგომარეობა კარგია, ერთის, ქალბატონის მდგომარეობა კი შედარებით სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს – აქვს სიცხე და ხველება, თუმცა ეს მსუბუქ შემთხვევად განიხილება,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.