ევროკავშირში კორონავირუსის საფრთხე “ზომიერიდან” “მაღალ” დონემდე გაზარდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში კორონვირუსის საფრთხე “ზომიერიდან” “მაღალ” დონემდე გაზარდეს.

“ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა, დღეს, განაცხადა, რომ საფრთხე “ზომიერიდან” “მაღალ” დონემდე გაიზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას აგრძელებს”, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე ინფორმაციით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ევროპაში დაავადების გავრცელების ბრძოლასთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს.

ჯანდაცვის საკითხთა ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ბლოკის 27 წევრი ქვეყნიდან 18-ში კორონავირუსის 2100 შემთხვევა დაფიქსირებული, დაავადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების 38 მოქალაქე ემსხვერპლა.​

ცნობილია,რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იტალიაშია, სადაც 1694, გერმანიაში კი, 150 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები