ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით , საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური ასრულებს.
მიმდინარეობს როგორც შენობების შიდა პერიმეტრის შეწამვლა, ასევე, სათამაშოების მექანიკური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. დაყოვნების დროის ( 24 საათი) გასვლის შემდეგ კი, მოხდება შენობების გენერალური დასუფთავება.
სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა საბავშვო ბაგა- ბაღს.