კორონავირუსის შესაძლო გავლენა საქართველოს ეკომონიკაზე – გიორგი ცუცქირიძე მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე? – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ ისაუბრა.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, გარკვეული დანაკლისი, ბუნებრივია, იქნება, მაგრამ ეს მარტო საქართველოს არ შეეხება, ნებისმიერ იმ ქვეყანას ექნება დანაკლისები, რომელიც ვირუსის გავრცელების არეალში მოხვდა.
„რაც შეეხება ზოგადად ამ საფრთხეს და მის ზეგავლენას ეკონომიკაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს თემა განიხილება არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ვიცით, რომ ვირუსის 4 ძირითადი კერაა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. ჩვენ უნდა შევხედოთ ორი კუთხით, თუ ეს პანდემია გლობალური მასშტაბის იქნება უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველას შეეხება, საქართველოსაც და ნებისმიერ ქვეყანას. პირველ რიგში, ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით. მეორე საკითხია რა დარგებს შეეხება: აქ ორი მაჩვენებელია – რა არეალში იქნება ეს შეზღუდვები . ეს ეხება როგორც ექსპორტს, ასევე შეეხება ტურიზმსაც. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვინის საკმაოდ მაღალი ზრდა იყო ჩინეთის ბაზარზე, ბუნებრივია ეს ორივე მიმართულება შემცირდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, საუბარი, შესაძლოა, იყოს 30 მილიონის ზარალზე და ეს მარტის თვეს შეეხება.
„რადგან გაინტერესებდათ რომელ დარგებს შეეხება გავლენა, რადგან ძირითადი კერებია ჩინეთი და ირანი, ეს იქნება იმპორტი, ძირითადად, სამშენებლო მასალების, რომელიც ირანიდან შემოდის და გარკვეუწილად ჩინეთში ექსპროტი. მაგრამ, ამ მიმართულებების ჩანაცვლება არ იქნება, ჩემი აზრით, პრობლემური. თუმცა, თუ პირობითად შევხედავთ, გარკვეული ზარალი იქნება. დაახლოებით 30 მილიონზეა საუბარი, რაც შესაძლოა, ჩვენმა ეკონომიკამ ამ პერიოდში დაკარგოს, თუ ეს ტენდენცია გაგრძლედა, ეს შეეხება მარტის თვეს, ასევე ეკონომიკის ასე სწრაფად გადაწყობა არ ხდება . გარკევულწილად აპრილსაც. იმედი მაქვს, მაისიდან ამ ტრენდს გადავტეხავთ. ხაზს ვუსვამ, როგორც იმპორტის ჩანაცვლებაა შესაძლებლი, იგივე ირანიდან და ჩინეთიდან, ასევე ექსპროტიც შეგვიძლია გადავამისამართოდ. საკმაოდ დივერსიფიცირებული გავქვს ბოლო წლებში ეკონომიკა, იგივე ექსპორტი. მაგრამ, გარკვეული დანაკლისი, ბუნებრივია იქნება, ეს მარტო ჩვენ კი არ გვექნება, ნებისმიერ ქვეყანას ექნება ეს დანაკლისები, ვინც ამ არეალში მოხვდა.
ერთ ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით. უკვე დაიწყო სერიოზული ანალიზი დასავლეთში , მიდის დებატები, რომ ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა დაიწყონ თავიანთი საწარმოების ჩინეთიდან დელოკაცია . ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ამერიკამ და აევროპამ , თავისი საწარმოო სიმძლავრეები გადაიტანა ჩინეთში.
ჩვენ გვეძლევა შანსი და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ კომპანიებს უკავშრიდებიან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, რომლებიც აძლევენ მათ იმ შეკვეთებს, რომლებიც ჩინეთში ჰქონდათ. არ მინდა ამ კოპანიების დასახელება. უახლოეს მომავალში ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები და ამასთან დაკავშირებით, ალბათ პრესკონფერენციასაც გავაკეთებ . ანუ ვამბობდით, რომ ვართ სატრანზიტო ჰაბი , ვამბობ, რომ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ ეს მხოლოდ მომსახურებაა. გვეძლევა შანსი, ქვეყანა მანუფაქტურულ ჰაბადაც გადაიქცეს , ანუ დაიწყოს იქიდან წამოღებული ს აწარმოო სიმძლავრეების საქარველოში გადმოტანა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
თამუნა შეყილაძე