“აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში” კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო
“აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში” კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხატვრო აკადემია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხატვრო აკადემიაში სადეზინფექციო სამუშაოების დაწყება იგეგმება.
“აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სამხატვრო აკადემიის ყველა კორპუსში, სადაც სალექციო პროცესი დღეს, 2 მარტს უნდა დაწყებულიყო, იგეგმება სადეზინფექციო სამუშაოების დაწყება. შესაბამისად, სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდება და 16 მარტს განახლდება.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ნებისმიერ ცვლილებაზე დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად გაავრცელებს”,- ნათქვამია განცხადებაში.