იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით 1694 ადამიანია დაინფიცირებული, 34 გარდაიცვალა, 83 პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

ამის შესახებ la Reppublica წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 140 ადამიანი რეანიმაციაში იმყოფება, 798 სახლში საკარანტინო პირობებში.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა, რომ მთავრობა 5 მილიონზე მეტი პირბადის შეძენას გეგმავს.

მისი თქმით, ე.წ.“წითელი ზონის“ ქალაქებში დღეს, საფოსტო განყოფილებები გაიხსნება, სადაც პენსიების გაცემა ან სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ლომბარდიაში, ემილია-რომანიასა და ვენეტოში სწავლა, სულ მცირე, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში არ განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები