სინგაპურის მთავრობა ერთი თვის ხელფასზე უარს ამბობს, მედიკოსებს კი პრემიებს გადასცემს

სინგაპურის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთი თვის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ.

ისინი აპირებენ, საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული პრემიები გადასცენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ხენ სვი კიტმა განაცხადა.

“ყველა ვინც ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის, დაჯილდოვდება”,- განაცხადა მან.

სინგაპურში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრია. მისი ხელფასი დაახლოებით 125 ათასი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები