აშშ-სა და დაჯგუფება “თალიბანს” შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი

აშშ-სა და დაჯგუფება “თალიბანს” შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
აშშ-სა და “თალიბანს” შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა. ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და “თალიბანის” ლიდერი ესწრებოდნენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
2001 წლის ერაყის ომის შემდეგ “თალიბანი” უარს ამბობდა პირდაპირ მოლაპარაკებებზე ავღანეთის ხელისუფლებასთან. გასული წლის სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება “თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება “თალიბანთან” მკვდარია. “თალიბანში” კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს.
​მოლაპარაკებების განახლება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს დააანონსა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დეკემბერში განახლდა.
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები