2-მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება
“2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება”, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2-მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.