ამირან გამყრელიძე: მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონა ვირუსითაა დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონა ვირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. მისივე განცხადებით, ბავშვს დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა სხვა რესპირატორული ვირუსით აქვს.
“ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონა ვირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონა ვირუსული ინფექცია. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.