საქართველოში კორონა ვირუსის დადასტურების შემდეგ, 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა არ გაზრდილა

საქართველოში კორონა ვირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, საჭიროების შემთხვევაში ცენტრი ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებას უზრუნველყოფს.

“საქართველოში კორონა ვირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.

შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს.

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები