ქუთაისში გრიშაშვილის, ბერი თევდორესა და ბესიკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გრიშაშვილის, ბერი თევდორესა და ბესიკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნულ ქუჩებზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში, ბერი თევდორეს ქუჩაზე არსებული სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარი სრულად იცვლება და ახალი სისტემა მონტაჟდება. გრიშაშვილისა და ბესიკის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკები სანიაღვრე სისტემა სრულად იცვლება და სამანქანო გზა წესრიგდება. ასევე, დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები ავანგარდის სკვერში.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, 2020 წელს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ათეული ცენტრალური ქუჩის დაგება იგეგმება. ასევე, მოეწყობა 10 სკვერი და გარემონტდება როგორც სპორტული დარბაზები, ასევე კულტურულ- სახელოვნებო დაწესებულებები.
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით, ამ დროისთვის 25 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.