სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს ასოციაციებს 2020 წლის გეგმები გააცნო
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საბჭოს წევრების სხდომა გამართა.
შეხვედრა პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა.
როგორც “კვირას” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, სხდომას პალატის წევრი ბიზნეს ასოციაციები, Amcham-ისა და Bag-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას, პალატის კვლევითი ცენტრის -Think Tank-ის დაფუძნების საკითხი განიხილეს.
პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს პალატის მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივები გააცნო. მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის, ბიზნესის მხარდაჭერისა და პროფესიული განათლების საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი პერტაიამ საბჭოს წევრებს ბიზნესის ადვოკატირების პროცესში აქტიური მონაწილეობა და პალატასთან არსებული ბიზნესის მხარდაჭერის კომიტეტებში ჩართულობა შესთავაზა.