ონის მერმა გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმა

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის წარმომადგენელთან ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა მერს დასახლებაში არსებული ყოფითი მდგომარეობა და პრობლემები გააცნეს.
მერის დავალებით ერთი თვის ვადაში , სახელაშვილის დასახლებაში ასფალტის საფარის და სანიაღვრე არხების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება, ასევე, ადგილზე ომში დაღუპული პოლიციელის გიგა სახელაშვილის სახელობის მემორიალისა და დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა.
ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, დასახლებაში დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები