დარჩელი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დარჩელი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგად ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები