გორმედის ინფექციონისტი: მომართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ

0

გორში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში განმატავენ, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პაციენტების მიმართვიანობა ვირუსული ინფექციისთვის დამახასითებელი სიმპტომებით მომატებული არაა. როგორც „რეგიონულ კვირას“ გორმედის ქსელის ინფექციურ დეპარტამენტში განუცხადეს, ამ ეტაპზე ინფექციურ განყოფილებაში 14 პაციენტია მოთავსებული, თუმცა არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “რეგიონულ კვირასთან” განმარტა, რომ კლინიკა სრულად არის მზად თუ რაიმე შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტს უმკურნალოს.
„დღეის მდგომარეობით, ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებულია 14 პაციენტი. არის რესპირატორული, ასევე ნაწლავური ინფექციის შემთხვევა, ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება კორონავირუსს, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არაა. გუშინ დადასტურებული კორონა ვირუსის შემთვევა არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვიფიქროთ, თითქოს საქმე გვაქვს ეპიდემიურ კერასთან.
აუცილებელია, მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პირად ჰიგიენას და დაიცვას ჰიგიენური ნორმები. ვურჩევ, რაც შეიძლება ხშირად გაანიავონ როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სამუშაო ოთახები, ხშირად დაიბანონ ხელები. თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან, განსაკუთრებით იქ, სადაც არიან უცხოეთიდან შემოსული მგზავრები. პრევენცია მიდის, დაკეტილია საზღვრები.
საქართველოში მხოლოდ გუშინ დაფიქსირდა შემთხვევა, ის მგზავრიც შემოსული იყო აზარბაიჯანიდან. მას კონტაქტები არ უფიქსირდება საქართველოს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ლია კალანდაძემ გორმედის ქსელის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი