ყვარელში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება
კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის პროექტის სავარაუდო ღირებულება 339 209 ლარს შეადგენს.