აგარაში 6 ქუჩაზე მოასფალტების სამუშოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, აგარაში, 6 ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშოების მიმდინარეობა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე ადგილზე, მიწის მოჭრისა და მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 1 078 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც 3 კმ-მდე გზის საფარი დაიგება.
სამუშაოებს შპს ,,ქროსფოინტი“ ასრულებს.