არჩილ თალაკვაძემ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტების და ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ ინფორმაცია და ხელისუფლების ხედვა გააცნო. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

მხარეებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა შეაფასეს – 2019 წელს სავაჭრო ბრუნვა დიდ ბრიტანეთთან 21%-ით გაიზარდა (+122,45 მლნ $), ხოლო ბრიტანეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა ერთ წელიწადში 28%-ით არის გაზრდილი (37,478 ვიზიტორი).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები