დაუდგენელმა პირმა გურჯაანის საავადმყოფოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა

0

გურჯაანის საავადმყოფოს მიმართულებით, გასროლა მოხდა. ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტის მალხაზ ბადუაშვილის ოთახის მიმართულებით განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ბადუაშვილს თანასოფლელებთან შელაპარაკება მოუვიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც, საავადმყოფოში მოხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას  პაციენტის დედა უარყოფს და განმარტავს, რომ მამაკაცი წაიქცა, რის გამოც მას საავადმყოფოში გადაყვანა დაჭირდა.
“რამდენი წელია ჩემს შვილს სასმელი არ დაულევია უბრალოდ ცოტა ნასვამი იყო და წაიქცა, სხვა არაფერი “,- ამბობს ბადუაშვილის დედა.

შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 187 -ე მუხლით დაიწყო,რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი