დედოფლისწყაროში სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ – არის მსხვერპლი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცებს მანქანა ამოუტრიალდათ, რა დროსაც ადგილზე დაიღუპა 35 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დედოფლისწყაროში სანადიროდ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან იყო.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები