დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

„რამდენიმე დღის წინ ფრანგული ორგანიზაცია „ipsos“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ შედეგების ნდობა ძნელია.
რაც შეეხება აღნიშნულ კვლევას. ერთ-ერთი მთავარი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს, როგორ მისცემდით ხმას, ხვალ რომ ორი სუბიექტი იყრიდეს კენჭს: „გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია და „ქართული ოცნება“.

აქ მთავარი კითხვის ფორმულირება არის და არა შედეგი, ბუნდოვანია ვინ იგულისხმება გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციაში, ეს რომ იყოს გაერთიანებული ოპოზცია მაშინ მესმის, მაგრამ რას ნიშნავს პროდასავლური? ლოგიკასთან როგორ ვართ?

რბილად რომ ვთქვათ გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია სასაცილოდ ჟღერს, რადგან მათ შორის არის ნინო ბურჯანაძე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ რუსული მიმართულების პოლიტიკოსია, ასევე ოპოზიციაში გვყავს ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს და პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას ბედავს, ჩვენ კი მათ პროდასავლურ ოპოზიციად ვაცხადებთ?

უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ფაქტი ფაქტად რჩება, „ipsos“-ის კვლევა, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას, მათი კითხვების უმრავლესობა, რესპონდენტს ირიბად პასუხზე მიუთითებს და განსჯის შესაძლებლობას არ უტოვებს”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები