საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში ღონისძიება გაიმართა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა, კულტურის სამსახურის ხელშეწყობით, ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
ახალგაზრდებმა იმ დროინდელი ტრაგიკული მოვლენები და საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული ქართველი იუნკერები ლექსით, სიმღერითა და ჩანახატებით გაიხსენეს.
საღამოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახალციხელი მოსახლეობაც ესწრებოდა.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.