ზაურ დარგალი წყლის პრობლემაზე აქციის მონაწილეებს – “2020 წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარი გვაქვს გაწერილი”

“2020 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარი გვაქვს გაწერილი. ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები, მთლიანად შევცვლით სისტემას და აღნიშნულ სოფელს 24-საათიან რეჟიმში ექნება ხარისხიანი სასმელი წყალი”, – ასე უპასუხა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა სოფელ ალგეთში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სოფელს, დაახლოებით, 5 წელია წყლის პრობლემა აქვს. ადგილობრივებმა რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. მარნეულის მერი ადგილზე ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შემდეგ, რომ 2020 წელს სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს, აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

“მე სოფელ ალგეთში ერთი თვის წინაც ვიყავი. სამწუხაროდ, წლებია ამორტიზირებულია ცენტრალური 13 კილომეტრიანი ხაზი, რომელიც მიდის რუსთავის მიმართულებით და ამ ხაზით მარაგდება ეს სოფელი. 2020 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარი გვაქვს გაწერილი. ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები, მთლიანად შევცვლით სისტემას და აღნიშნულ სოფელს 24-საათიან რეჟიმში ექნება ხარისხიანი სასმელი წყალი”, – თქვა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები