აზერბაიჯანში ირანის ოთხი მოქალაქე კორონავირუსის ეჭვით არის ჰოსპიტალიზირებული

ბაქოში, ირანის ოთხი მოქალაქე კორონავირუსის ეჭვით არის ჰოსპიტალიზირებული.

​ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ირანის მოქალაქეები, რომელთა ასაკია 19-21 წელი, ბაქოში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ, მათ სამედიცინო დაწესებულებას მაღალი ტემპერატურის გამო მიმართეს.

ირანში კორონავირუსით 15 ადამიანია დაღუპული, 95 ინფიცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები