სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ წინუბანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა გახსნა
სოფელ წინუბანში მაგისტრალური წყალსადენი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა საზეიმოდ გახსნეს.
პროექტის ფარგლებში აშენდა წყლის სათავე ნაგებობა, მაგისტრალური წყალსადენი, სალექარი, გამწმენდი ნაგებობები და საქლორატორო. პროექტის ფარგლებში წინუბნის, გურკელის, აგარის და ზიკილიის მაცხოვრებლები ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობენ.
სოფელ მუგარეთში მაგისტრალური წყალსადენი ნაწილობრივაა მოწყობილია. ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, მეორე ეტაპის განხორციელება ახლო მომავალში იგეგმება, რის შედეგადაც ეს პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
სამშენებლო სამუშაოები 2018-2019 წლებში განხორციელდა, პროექტს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 894 895 ლარი მოხმარდა.