სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მოსახლეობას შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გურკელის, წინუბნის, აგარის, საყუნეთისა და ზიკილის მოსახლეობასთან შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო. მასთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები ადგილობრივებს გააცნეს. იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

მოსახლეობამ შეხვედრებზე თავად გადაწყვიტა რა პროექტები უნდა განხორციელდეს პროგრამის ფარგლებში.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები