ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს (ვიდეო)

ზუგდიდში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები