“ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც კლინიკაში გუშინ რკინიგზის სადგურიდან მოიყვანეს, ჩაუტარდათ გამოკვლევა და კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა თითქმის გამოირიცხა”

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც კლინიკაში გუშინ რკინიგზის სადგურიდან მოიყვანეს, გამოკვლევა ჩაუტარდათ, ანამნეზი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევას თითქმის გამორიცხავს, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

“ჩინეთის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი, რომელიც კლინიკაში გუშინ რკინიგზის სადგურიდან მოიყვანეს, მათთან განვიხილეთ მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, კლინიკური შეფასება. როგორც ცნობილია, შანხაი ერთი თვის წინ დატოვეს და სამი კვირა დუბაიში იმყოფებოდნენ, ამის შემდეგ კი, საქართველოში ჩამოვიდნენ. იყვნენ ჯერ გუდაურში, გუშინ ჩამოვიდნენ თბილისში და აპირებდნენ ბათუმში წასვლას. ეს ანამნეზი თითქმის გამორიცხავს ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევას”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები