აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში იტალიიდან ჩამოფრენილი ახალგაზრდა გოგონა გადაიყვანეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე გადაყვანეს. 20 წლის გოგონას  ტემპერატურა აღენიშნებოდა და დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს “ელჯი და კომპანის” მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ისაუბრა.

“პაციენტი იმყოფებოდა იტალიის რამდენიმე ქალაქში. ის აეროპორტიდან აქ მოიყვანეს, აღენიშნება ტემპერატურა 37° და 2 ხაზი. დამატებითი კვლევები უტარდება და ცნობილი გახდება რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე”,- განაცხდა ნადირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები