ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 17-დამ 23 თებერვლის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 3 098 გადამხდელის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 77 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 216 შემთხვევა და ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის 17 შემთხვევა.