ვანო მაჭავარიანი: ყალბი დღგ-ის საქმეში რამდენიმე ათეული კომპანია იყო ჩართული

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ყალბი დღგ-ის საქმეში რამდენიმე ათეული კომპანია იყო ჩართული და მათი უმრავლესობა ნავთობპოდუქტების იმპორტით იყო დაკავებული.. მაჭავარიანის ინფორმაციით, ე.წ. „ყალბი დღგ-ის“ საქმეზე 55 პირია დაკავებული, 11 ძებნაშია.

მაჭავარიანის განმარტებით, ამ საქმეში ფიგურირებდენ შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, ძალოვნები, აღძრულია სისხლის სამართის 34 საქმე და აბსოლუტურად ყველა, ვისზეც გამოძიება გავა უმკაცრესად დაისჯება.

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, კანონმდებლობაში აღმოჩნდა ხვრელები,რომლებიც ბოროტად იქნა გამოყენებული. მისი თქმით, პირველივე ფაქტის გამოვლენის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა 150-ზე მეტი შემოწმება ჩაატარა.

დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენების შესახებ ფინანსთა სამინისტრომ 2019 წელს განაცხადა. როგორც მაშინ ითქვა, გამოვლინდა ფინანსური მაქინაციების სქემა და ბიუჯეტისთვის 100-მილიონიანი ზარალის მიყენება აღიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები