„დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

26 თებერვალს, 17:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  წიგნის – „დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (ნაწილი I)”  –  წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტიდან აცნობეს, წიგნში „დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ“ წარმოდგენილია მეფეების: გიორგი X-ის, ლუარსაბ II-ის, ბაგრატ-ხანის, სიმონ-ხანის, თეიმურაზ I-ის ქრონოლოგიურად დალაგებული საისტორიო საბუთები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები. ტექსტები გამართულია აკადემიური სტანდარტით, ერთვის სათანადო სამეცნიერო აპარატი. წყაროებს დართული აქვს კომენტარები.
დოკუმენტური წყაროები უხვ ცნობებს გვაწვდის მოცემულ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მათ საფუძველზე გამოვლინდა არაერთი უცნობი ფაქტი.
წიგნის ავტორები არიან:  თეა ქართველიშვილი, ხათუნა ბაინდურაშვილი,  ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე,  მაია შაორშაძე, თემო ჯოჯუა.
რედაქტორი: მზია სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები