ბორჯომში 3 წლის ბავშვი სავარაუდოდ, აივნიდან გადავარდა

ბორჯომში მცირეწლოვანი ბავშვი სავარაუდოდ, ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული 3 წლის ბავშვი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში უთხრეს, მას ამ დროისთვის, გამოკვლევები უტარდება.

“კომპიუტერული ტომოგრაფიაზეა შეყვანილი და ველოდებით დასკვნას. თავის არეზე გადავუღეთ და მუცლიზ ღრუზე. გარეგანი დაზიანებები ისეთი არაფერი აღენიშნება, უბრალოდ კომპიუტერული დასკვნა გვჭირდება. ბავშვი გონზე იყო და ტკივილებით შემოვიდა”,- განაცხადა საავადმყოფოს მენეჯერმა, ირაკლი დიასამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები