ბაღდადში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გახსნეს

ერაყის დედაქალაქში, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა.

ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვისა და ძალოვან სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით წერს.

ერაყში გასული წლის ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადამიანები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. უმუშევრობას, კორუფციას აპროტესტებენ.

აქციებს ძალადობა ახლავს, რომლის შედეგად 500-მდე ადამიანია დაღუპული, 20 ათასზე მეტი დაშავებული.

17 იანვრიდან ქუჩის დემონსტრაციების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც ახალი პრემიერის დანიშვნის მიუხედავად, დღემდე არ ცხრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები