როგორ აღიქვამს ფეისბუქმომხმარებლების ნაწილი თამაშდამოკიდებულთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროექტს?

თამაშების კომპანია „ევროპაბეთმა“ 2019 წლის ბოლოს დაანონსებული პასუხისმგებლიანი კამპანიის გააქტიურება დაიწყო. პროექტი responsible.ge ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაიშალა, მათ შორის, europabet.ge-ის ვებგვერდზე ინოვაციური მოწყობილობების ჩაშენებით და ფსიქოსარეაბილიტაციო სრული კურსის დაფინანსებით.
„ევროპაბეთი“, რომელიც შვედური კომპანია Betsson-ის შვილობილია საქართველოში, პირველად ნერგავს ქვეყანაში დასავლური განვითარებული ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას აზარტული თამაშების სფეროში. აღნიშნული სფეროს თვითრეგულირების უამრავი გამოცდილი მეთოდი, რომელიც საქართველოში „ევროპაბეთმა“ აამოქმედა, მანამდე სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმატებითაა აპრობირებული.
„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას თქმით, დასავლური გამოცდილება ცხადყოფს, რომ სათამაშო ბიზნესის მიერ თვითრეგულირება გაცილებით უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა მთელი რიგი ქვეყნების მომხმარებლებში, ვიდრე – სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და შეზღუდვა, ან – აზარტული თამაშების სრულად აკრძალვა. მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია, გააქტიურდა შავი ბაზარი. აქ კი სახელმწიფო ბერკეტები უძლურია და კანონი სათანადოდ ვერ სრულდება. სწორედ ამიტომ, უკრაინა ცვლის პოლიტიკას აზარტული თამაშების მიმართულებით. იმ ქვეყნებში კი, მაგალითად, შვედეთში, მალტასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც კერძო ბიზნესი თვითრეგულირებას მიმართავს და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებისა და ბიზნესის მიმართ, თამაშიც მხოლოდ სიამოვნებისთვისაა განკუთვნილი, და არ აქვს ავადმყოფური დამოკიდებულების ფორმა.
საერთაშორისო გამოცდილების მიუხედავად, საქართველოში პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიას საზოგადოება არც ისე სერიოზულად შეხვდა. ფაქტმა, რომ აზარტული თამაშების კომპანია თამაშდამოკიდებულ ადამიანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსს აფინანსებს, საზოგადოების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება გამოიწვია. ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტის დაფინანსება თამაშების კომპანიის მხრიდან PR-ნაბიჯია და ქმედითუნარიანი ვერ იქნება.
თუმცა, დამკომენტარებელთა უმრავლესობა ვერ ასახელებს ერთ არგუმენტსაც კი, თუ რატომ არ უნდა გააფრთხილოს და იზრუნოს თავად თამაშების ბიზნესმა თავისივე მომხმარებელზე და რატომ არ უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია აზარტული თამაშების შესახებ თავად კომპანიამ და, რაც მთავარია, რატომ არ უნდა აიღოს ბიზნესმა პასუხისმგებლობა იმ სფეროში, სადაც ის მუშაობს.
როგორც ლაშა გოგუა ამბობს, „ევროპაბეთისთვის“ გაცილებით მნიშვნელოვანია ის მოთამაშე, რომელიც გააზრებულად, ცოტა თანხით მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს და არ კარგავს რეალობის შეგრძნებას. „ესეთი ტიპის მოთამაშე ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ჩვენი გრძელვადიანი მომხმარებელია, უფრო გააზრებულად, მაგრამ ხშირად ბრუნდება, უფრო მეტად სტაბილურია, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც უკანასკნელ თეთრსაც აქ ხარჯავს და შემდეგ აღარასოდეს ბრუნდება უკან“, – აღნიშნავს გოგუა. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის ავტორი, ლევან გოგიჩაიშვილი კერძო ბიზნესის მხრიდან მსგავსი ტიპის ნაბიჯებს დადებითად აფასებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ის პოლიტიკოსია და კერძო ბიზნესის ცალკეულ ნაბიჯებში არ ერევა. „ჩვენ საქმე სახელმწიფოსთან გვაქვს და არა – კერძო ბიზნესთან, რომლის საქმიანობაშიც არ ვერევით“, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანიის შესახებ კომენტარს აკეთებს ასევე მამა პეტრე კვარაცხელიაც. მისი შეფასებით, სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსება შეიძლება, ერთი შეხედვით, კარგი იყოს, თუმცა, ეს ერთჯერადი აქციაა და გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს ნაკლებად მოიტანს.
„სარეაბილიტაციო ცენტრს არაფერს ვერჩი, მაგრამ ის მხოლოდ თბილისის მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. რეგიონებში კი უამრავი თამაშდამოკიდებული ადამიანია, რომელსაც ხელი არ მიუწვდება თბილისში ჩამოსვლასა და აქ რიგში დგომაზე. განა, რამდენი ადამიანი უნდა მიიღოს ერთბაშად ცენტრმა?“ – ამბობს მამა პეტრე. „ჩემი, როგორც მღვდლის პოზიცია ისაა, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პრობლემა, უნდა მიდიოდეს ეკლესიაში და ღმერთს ეძებდეს და არა – პრობლემის ერთჯერად გადაწყვეტებს“, – აცხადებს ის.
თუმცა 2020 წლიდან ფსიქოლოგიურ-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ნებისმიერ მსურველს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ მკურნალობის კურსს სრულიად უფასოდ ჩაუტარებს.
პროექტს კომპანია „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში აფინანსებს.

 

 

 

 

 

 

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები